“თისიესი” 15 წლის არსებობის მანძილზე თანამშრომლობდა დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ენის სკოლებთან. 2000 წლიდან ის გახდა ოფიციალური პარტნიორი სკოლა დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ენის აკადემიის “კაპლან ასპექტი-ს”.
“კაპლან ასპექტი” არ არის მხოლოდ ენის ერთი სკოლა. ის არის განათლების ფართო ქსელი, რომელშიც შედის 40-ზე მეტი სასწავლო ცენტრი მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ქვეყნებში – დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიაში და სხვა.
აკადემიის ძირითადი საქმიანობა არის ენის სწავლება, მაგრამ ამავე დროს აქვს სპეციალური პროგრამები – ბრიტანეთის და აშშ-ის უნივერსიტეტების და კოლეჯებისთვის მოსამზადებელი კურსები, სტუდენტთა ჩარიცხვის ორგანიზებით, ინტერნატურა, პროფესიული თრეინინგები.
სტუდენტებს ენის სწავლასთან ერთად შეუძლიათ დასაქმებაც, რითაც მათ სურვილის თანახმად სასწავლებელი უზრუნველყოფს. ასევე ისინი ერთვებიან სკოლის კულტურულ შემეცნებით ღონისძიებებში – დადიან ექსკურსიებზე, მუზეუმებში და სხვადსხვა ქალაქებში. მონაწილეობას იღებენ ვიქტორინებში, კონკურსებში და სხვა.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “კაპლან ასპექტ”-ში.
ეს იქნება ერთერთი წარმატებული ნაბიჯი თქვენს ცხოვრებაში!
|